„ყაზტრანსგაზ თბილისი“ ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ბუნერივი აირის მომხმარებლებს მიმართავს.
”ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოუწოდებს გაზის მომხმარებლებს, უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობები. კერძოდ, ახალი ან გარემონტებული გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყონ აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება კომპანიის მეშვეობით, გაზის ხელსაწყოების ყიდვისას არჩევანი შეაჩერონ და შეიძინონ ისეთი გაზის გამათბობელი და ხელსაწყოები, რომლებსაც წვის დახურული კამერა აქვთ. შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ გაზის მოხმარება, გადაკეტონ გაზის ონკანები, გაანიავონ სათავსო და დაუყოვნებლივ დარეკონ კომპანიის საავარიო ნომერზე 114, ასევე ცხელ ხაზზე 2 40 40 04”.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები ამოწმებენ ყველა ოჯახს, ყველა ოჯახში დაყენებულ გაზის დანადგარებს. ამ ეტაპისთვის შემოწმებულია აბონენტთა 70%. ”, – განაცხადა ლეფსვერიძემ.