საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოპერატიული მართვის შტაბს ხელმძღვანელობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციოსამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.
„ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი.
მეშვიდე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ხანძრის ქრობისღონისძიებებში ასობით მეხანძრე-მაშველთანერთად, აქტიურად, კოორდინირებულად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
ბორჯომის ხეობაში პრევენციის მიზნით ადგილზე კვლავ რჩებიან და აგრძელებენ სამუშაოებს, როგორც სახანძრო და სასაზღვრო ავიაცია, ასევე, მეხანძრე-მაშველები და სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები“, – აცხადებენ შსს-ში.