პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად, AMBEBI.GE მის რძალს, გუკა რჩეულიშვილის მეუღლეს ლელა კილაძეს ესაუბრა.
“მაიას მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა, ის 36 კილოგრამს იწონის, აქვს ანორექსია, არ შეუძლია საკვების მიღება, გადასხმებზეა. ფილტვზე აღმოაჩნდა 17-მილიმეტრიანი წამონაზარდი, რომელიც სიმსივნურია. ბიოფსიას ჯერჯერობით ვერ გაუკეთებენ, რადგან ძალიან სუსტად არის. იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს, რომ გაუძლოს ბიოფსიას. ახლა უტარდება გამოკვლევები და ზუსტი დიაგნოზი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
– როდის დამძიმდა მისი მდგომარეობა?
– ერთი თვეა ცუდად არის. ციხის ექიმებმა ვერ გაიგეს ზუსტად რა სჭირდა. ციხის მედპერსონალმა თავიდანვე გვითხრა, ფილტვზე ჩრდილი აქვს და კლინიკაში უნდა გადაიყვანოთო. თავდაპირველად გულის პრობლემები შეექმნა. ორი დღის წინ გადავიყვანეთ ჩაფიძის კლინიკაში.
– გქონდათ მასთან შეხვედრის საშუალება?
– ჩვენ სამწუხაროდ, არ გვეძლევა მასთან შეხვედრის საშუალება.
წყარო: ამბები ჯი