ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო, შემდეგ კი ეზოში გადაინაცვლეს საჩხუბრად.
“თანასოფლელები იყვნენ, ერთად სვამდნენ ლუდს, გარდაცვლილს მკვლელის მამასთან რაღაც პატარა სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, ამ სუფრას შვილიც ესწრებოდა, წავიდა, სახლიდან დანა და მარჯვენა მხრიდან დაარტყა,” – აცხადებს ადგილობრივი.
დაზარალებულის მამა კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის დაპირისპირებას.
ზუსტი მიზეზი თუ რის გამო მოხდა შელაპარაკება, უცნობია.
სოფელ გავაზში თანასოფლელმა 45 წლის მამაკაცს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.