ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, მეხანძრეები ცდილობენ, რომ ხანძრის არეალი არ გაფართოვდეს. ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაციაც ჩაერთო.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.
„24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ შილდის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის კერებამდე მოხერხდა წყლის მიყვანა. ასევე, მძიმე ტექნიკის საშუალებით, მიმდინარეობს გზების გაჭრა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულია ეროვნული გვარდია, ასევე სასაზღვრო პოლიციის ავიაცია და ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა სეფიაშვილი.
კომენტარები