პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებს შეხვდა.
გამართულ შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ივანიშვილი შეხვედრას ფრაქციის წევრების თხოვნით დაესწრო, ”რადგან არის გარკვეული საკითხები, რაზეც მასთან შეკითხვები ჰქონდათ”, თუმცა მეჭიაურმა კონკრეტული საკითხები არ დაასახელა.
კომენტარები