გერმანიაში, ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 48 ადამიანი. ინციდენტი ეკლესიასთან მოხდა, რა დროსაც სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობაზე შევარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ მალევე დააკავა. ამ დროისთვის მას ბერლინის განყოფილებაში კითხავენ. არსებული ინფორმაციით, გამოძიება ტერაქტის ვერსიაზე მუშაობს.
კომენტარები