ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა.
როგორც ცნობილია, გუშინ, 18 ნოემბერს გარდაცვლილები ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში სოკოთი ინტოქსიკაციით მივიდნენ. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათ ადგილზე შესაბამისი დახმარება გაეწიათ, ჩაუტარდათ გადასხმაც, რის შემდეგაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას სიმძიმე არ აღენიშნებოდა. დაკვირვების მიზნით მათ კლინიკაში დარჩენაზე უარი თქვეს.
საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველებს დიდი რაოდენობით მოხარშული სოკო დახვდათ.
კომენტარები