“სუხიშვილების“ ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა მძიმე ავარიაში მოყვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, ბიზნესმენი სქროლით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა.
AMBEBI.GE ანსამბლის მენეჯერს ხატია ეკიზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
“ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურად მძიმედ არის, მაგრამ იმდენად ჯანმრთელი ადამიანია და ეს გვაძლევს იმედს, რომ გამოვა მდგომარეობიდან და კარგად გახდება.. ამ წუთას საქმე ნამდვილად არ არის მარტივად” – ამბობს ეკიზაშვილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ცნობისთვის, ლეგენდარული ანსამბლის მმართველის ნინო სუხიშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია. ნინოს მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავაა.
ზურა ამერიკაში ცხოვრობდა დიდი ხნის მანძილზე და ამ ქვეყნის მოქალაქეა. ნინო და ზურა ერთმანეთს ბაშვობიდან იცნობდნენ, მრავალი წლის შემდგომ ისინი ამერიკაში კონცერტზე შეხვდნენ რთმანეთს და ასე დაიწყო ყველაფერი.