ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებული კაცის ოჯახის წევრების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ სახლი და ყველაფერი ოხრად დარჩებათ.
“ეს მამა ბოდავს. როგორ შეიძლება ამის გამოგონება ან სახლთან რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს? სახლი და ყველაფერი ოხრად დარჩება, მთავარი შვილის საუკეთესო ინტერესია. ზოგი მამა რა იდიოტია!“, – წერს ჯანაშია.
ცნობისთვის, ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ.
როგორც ისინი აცახდებენ, მცირეწლოვნის დედას პირადი ინტერესი ჰქონდა და „ამიტომაც ეს ისტორია გამოიგონა“. მათი განცხადებით, ამბობენ , რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებენ. ბავშვის დედას პროვოკაციაში ადანაშაულებენ ასევე დაკავებულის სხვა ოჯახის წევრებიც და ყვებიან, რომ ქალი ადრე დედამთილს და მამათილს ცემაში ადანაშაულებდა.