წყალტუბოს ოლქში, 51-ესაარჩევნო უბანთან, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან კონცენტრირებულნი.
ადგილზე იმყოფება აკაკი ბობოხიძე, მისი ძმა და ზურაბ ჯიბუხაია, რომელიც აკაკი ბობოხიძის ძმასთან ერთად არის შეწყალებული.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მუშაობენ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის სცენარზე.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ წყალტუბოში სიტუაციის ესკალაციისა და ხელოვნურად დაძაბვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას” ეკისრება.
კომენტარები