რადიკალებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ცდილობენ ერთმანეთის გაშავებას, იმისთვის რომ პირადი სარგებელი ნახონ, – ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს ახალი არ არის.
„ჩვენ ამას ყველაფერს წლების განმავლობაში ვხედავდით, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა, როცა ოპოზიციაში არიან, იგივეს აკეთებენ. არა მარტო ამ მიმართულებით. გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება – გველი იცვლის კანს, მაგრამ არა ზნეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
კომენტარები