„ნაციონალური მოძრაობის“ დასასჯელთა სიაში, შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი მოხვდეს. ცნობილია ისიც, რომ ამ სიაში არ იქნებიან პოლიტიკოსები. „კასრებიის სიის“ შემქნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალ სიაზე დაიწყო მუშაობა.
გაიმართა შეხვედრაც ფრაქცია „ნაციოანლური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შორის. შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ სიაში ყველა ის ადამიანი შეჰყავთ, რომელმაც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი დაარღვია.
„განვიხილეთ ეს მტკიცებულებები, გავიარეთ გარკვეული გვარებიც და საკითხი გადმოდის ადვოკატების ხელში. ეს სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები, ამ სიაში არ იქნებიან მოხვედრილი. რაც შეეხება რატი ბრეგაძეს, ამაზე მიდის მსჯელობა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ვნახოთ, გავივლით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.