მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არავის სჯერა, რომ გიული ალასანიას თავისი ლექციებით თუ ჰონორარებით მრავალი ათეული თუ ასეული მილიონის ქონება შეეძლო დაეგროვებინა.
მისი თქმით, გიული ალასანიასთვის არაფერს წარმოადგენს შვილიშვილს საქართველოს საზოგადოებისგან მითვისებულ რამდენიმე მილიონინ ქონებას გადაუფორმებს თუ არა.
„ესეც ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ ეს ხალხი არ იშლის არაკანონიერ ქმედებებს, რაც თავის დროზე ჰქონდათ წესად და ახლაც ის გააგრძელეს. არავის სჯერა, რომ ქალბატონ გიულის თავისი ლექციებით თუ ჰონორარებით მრავალი ათეული თუ ასეული მილიონის ქონება შეეძლო დაეგროვებინა. სამწუხაროდ, მისთვის არაფერს არ წარმოადგენს შვილიშვილს რამდენიმე მილიონიან ქონებას გადაუფორმებს თუ გადმოუფორმებს, საქართველოს საზოგადოების საკუთრებას, რომელიც მიისაკუთრა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ერთი მილიონი გრივნა და ძვირადღირებული, ნახევარ მილიონიანი ბინა კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს გადაუფორმა. ბინა, კიევში ბულვარნო, კუდრიავსკას ქუჩაზე მდებარეობს. გიული ალასანია ამბობს რომ ინფორმაცია არ აქვს.