ფსიქიტრიის დარგი უფრო არის, ვიდრე სხვა რამე – სისულელე და სრული იდიოტიზმი, – ასე შეფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დიმიტრი შაშკინის განცხადება იმის თაობაზე, რომ ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნიკა მელიას, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აფინანსებს.
„არ ვიცი, რას ემსახურება. ეს არის ჭორიკნობა, სიზმრების მოყოლა, მეტი არაფერი. ჩვენ არანაირ თანამშრომლობაზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ, „ლელოს“ გაძლიერებაზე. შესაბამისად, ეს არის ჩვენი საზრუნავი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ნიკა მელიას ფინანსურად მამუკა ხაზარაძე ეხმარება და მის გამარჯვებას სოციალურ ქსელში პარტია „ლელო“ ლობირებს. ნიკა მელიას კლანი დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს. ამბობენ რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია. ლევან ხაბეიშვილის მხარე კი მელია-ხაზარაძის გარიგების შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.