რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ წევრმა ამ პროცესებს „კლანური დაპირისპირების ყველაზე მახინჯი ფორმა“ უწოდა.
„შეგვიძლია უკვე დადასტურებით ვთქვათ, რომ ასეთი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ კლანური დაჯგუფებები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან. მათ არ აინტერესებთ არათუ სახელმწიფო, არამედ საკუთარი მხარდამჭერების ინტერესებიც კი. ეს არის „პარტიული საქმიანობის“ ერთ-ერთი ყველზე მახინჯი ფორმა, ვინაიდან ამას პარტიულ და პოლიტიკურ საქმიანობას უკვე ვეღარ დავარქმევთ. ეს არის კლანური დაპირისპირების ყველაზე მახინჯი ფორმა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
კომენტარები