საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიყენებული დამწვრობით ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ათამდე ადამიანი მოათავსეს.
,,ახალი წლის დღეებში ოთხი პაციენტი შემოიყვანეს. მათ თითების ამპუტაცია დასჭირდათ. ამ ეტაპზე ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საავადმყოფოში ამჟამად მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ.
კომენტარები