“მგონია, რომ შედარება მაგნიტსკისა და სააკაშვილს შორის არასწორია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ე.წ. მაგნიტსკის სია პიარ კამპანიის ნაწილია.
„ვთვლი, რომ ეს მორიგ ჯერზე პოლიტიკური პიარკამპანიის ნაწილია, რომელსაც სააკაშვილის ოჯახი და “ნაცმოძრაობა” აწარმოებს და ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ისინი ფულსაც კი უხდიან სხვადასხვა ორგანიზაციას იმისთვის, რომ მათ პიარკამპანიას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
კომენტარები
