დამნაშავე ნაცები ჩასვით ციხეში და ხალხს მიხედეთ! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი გაბედავა წერს და ზუგდიდის რაიონში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
“ნაცების ცემით ბევრმა მოიოხა გული ვისაც უგემია ნაცმოძრაობის დროინდელი ზონდერული ქცევები, მაგრამ ეს ცემა-ტყეპა არაფერს აძლევს ხალხს… მე პირადად ბევრჯერ მიჩხუბია ზონდერებთან ნაცების დროს და უმეტესწილად 10 კაცი მოდიოდა ერთზე, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ… ქვეყანას ეს წინ ვერ წასწევს… ხალხის გულის მოოხება თუ გინდათ, დამნაშავე ნაცები ჩასვით ციხეში და ხალხს მიხედეთ! ნაცებს შერჩეთ ყველაფერი და ერთ ცემაზე გადაატაროთ ამდენი დანაშაული, დანაშაულად მიმაჩნია! ამ ყველაფრით ნაცებმა გაიკეთეს ისევ პიარი და სპორტსმენების დისკრედიტაცია მოხდა! სინამდვილეში ნაცების დროს რომ იყო სპორტსმენების ჩართულობა მსგავს სიტუაციებში, ესეთი ისტორიას არ ახსოვს, მაგრამ დღევანდელ ფაქტს ნაცები გამოიყენებენ თავიანთთვის და ამას ყველა უნდა ხვდებოდეს! ძალადობას ყოველთვის დავგმობ, მიუხედავად იმისა რომ ნაცებს დასანახად ვერ ვიტან და ადამიანებად არ ვთვლი! ის ადამიანებიც უნდა ხვდებოდნენ რომ ამ ძალადობით ვერაფერს მიაღწევენ, პირიქით, ისინი ამ ფაქტის მერე აღარ იქნებიან სასურველი პიროვნებები ოცნებისთვის, რადგან მათი სახეები ჩანდა და ოცნებაც უნდა ხვდებოდეს, რომ ამ ხალხს თუ არ დააპურებს იგივე მეთოდით გაუსწორდებიან ოცნებასაც… ძმებო მოგიწოდებთ რომ საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება ნაცებს და ისინი თავისით გაქრებიან პოლიტიკური არეალიდან… ბოკერიას, გუნავას და მინაშვილს ყურებს ავახევდი დიდი სიამოვნებით, პირადად რომ შევხვედროდი, მაგრამ ეს ფორმა რაც დღეს ვნახე არის ძალიან არასასიამოვნო, იგივე თუ გაიმეორეთ, რითი განსხვავდებით ნაცებისგან”? – წერს გაბედავა სოციალურ ქსელში.