დადასტურდა, რომ „ტვ პირველი“ ინფორმაციას იღებს რუსული სპეცსამსახურებიდან, შემდეგ კი დღის წესრიგს შლიან ხოშტარია და ის ადამიანები, რომლებიც ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა რუსეთის საგა
„ამით დადასტურდა ის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეები ერთმანეთს უვრცელებდნენ ჩანაწერებს, მათ შორის, გვახსოვს გიული ალასანიას ჩანაწერი. რა აზრიც ამ ჩანაწერში იყო გამოთქმული, ფაქტობრივად გაიმეორეს და დადასტურდა. კერძოდ ის, რომ „ტვ პირველი“ ინფორმაციას იღებს რუსული სპეცსამსახურებიდან, შემდეგ კი ამ საკითხზე დღის წესრიგს შლიან ხოშტარია და ის ადამიანები, რომლებიც ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან. ასევე, ამ ადამიანებისგან გვახსოვს, რომ თითქოს, ფარულ ჩანაწერებზე კომენტარების გაკეთება არ შეიძლებოდა და ეს იყო ამორალური, მაგრამ ახლა ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობენ და საკუთარ ორმაგ სტანდარტს აჩევენებენ. ეს შეუმჩნეველი არ რჩება საზოგადოებას და ყველაფერს აფასებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.