კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი მმართველობის პერიოდში ჰქონდა შექმნილი ელიტური კორუფციული სისტემა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლის შესახებ “ქრონიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ისმის ლოგიკური კითხვა – თუ ამ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, საიდან ჰქონდა საერთო ჯამში ეს თანხა?! როგორ გადაიხადეს?! აქ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი მმართველობის პერიოდში ჰქონდა შექმნილი ელიტური კორუფციული სისტემა, სხვა შემთხვევაში მის ოჯახს ეს თანხობრივი შესაძლებლობა ვერ ექნებოდა“, – ამბობს მიქანაძე.
კომენტარები