„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა კელი დეგნანის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, აშშ-ის ელჩმა რადიკალურ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა.
„კელი დეგნანის განცხადებამ პრაქტიკულად ცივი წყალი გადაასხა უკრაინის ხელისუფლების და ქართული ოპოზიციის წარმომდგენლებს, რომლებიც ამტკიცებდნენ თითქოს საქართველო არის შავი ხვრელი, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა და ა.შ. ეს ჯერ პირდაპირ თეთრ სახლში თქვეს, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუციები მკაცრად იცავენ საერთაშორისო სანქციებს და ახლა უკვე ამერიკის ელჩმა დაადასტურა. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ აქაურ რადიკალურ ოპოზიციას, უკრაინის ხელისუფლების წარმომდგენლებს და ბევრ ევროპარლამენტარს ჰქონდა პოზიცია, თითქოს საქართველო იყო საერთაშორისო სანქციების დამრღვევი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.