სააკაშვილის თანაგუნდელებს რაღაცნაირად აწყობთ კიდეც, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ იყოს, სადაც არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დამთავრებულია, მისი ხალხს აღარ ეშინია და ის გამოყენებულია საფრთხობელად.
„არ ვარ დარწმუნებული, ყველა თანაბრად ღელავს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ. მგონია, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სტრატეგია არ უნდა გამოიყენებოდეს ამ მდგომარეობაში, რაშიც ახლა „ნაციონალური მოძრაობაა“. სააკაშვილი დამთავრებულია, მისი ხალხს აღარ ეშინია, ის გამოყენებულია საფრთხობელად და არა ის, რომ მართლა საშიში იყოს. ვუყურებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგებს, იქ იდგება თუ არა სააკაშვილი, როგორ შეიძლება ეს ბრიფინგები სასაცილოდან საშიში გახდეს?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ნაციონალაური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის თავისუფლების ეშინია, რადაგან პეტრე ცისკარიშვილის ლოგიკით, ექსპრეზიდენტი შესაძლოა, ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს. ეს იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მას დიდი პოლიტიკა აღარ აინტერესებს.