ამ წუთებში საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყო. მონაწილეობის მსურველები ვარდების მოედნიდან დაიძრნენ და გზა რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ განაგრძეს.
საშობაო მსვლელობას გზადაგზა მოსახლეობა უერთდება. ისინი მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულსა და სხვადასხვა პროდუქტს უზიარებენ. მეალილოებმა გეზი პარლამენტის შენობისკენ აიღეს, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები დახვდებიან.
კომენტარები