ყველა ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არც ქუჩის, არც არჩევების რესურსი და ამას აქვს ერთი და იგივე მიზეზი: ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის დაინახა ისიც, თუ როგორ უპირისპირდებოდა მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე მათ არ აქვთ არავითარი რესურსი“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
კომენტარები
