კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, დაიკითხნენ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სპორტსმენები.
საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იკითხებიან მოწმეები, თუმცა კონკრეტულად ვინ არის დაკითხული, სამინისტროში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ.
კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს, გუშინვე დაიწყო.
კომენტარები