აღნიშნული კანონპროექტის ძირითად პრინციპს, რასაც ეწოდება გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა ვემხრობით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.
„თუმცა ის კითხვები და გარკვეულწილად დასახელებასთან დაკავშირებული საკითხი, რაც ისმის, თავისთავად სამსჯელოა და ჩვენ მზად ვართ, რომ ნესბიმიერ ფორმატში, ეს საკომიტეტო იქნება თუ სხვა, აღნიშნული საკითხიც განვიხილოთ“, – განაცხადა წილოსანმა.
კომენტარები
