ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 8-9 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქში დაგეგმილ სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„ნატო-ს ივლისის სამიტი გარდამტეხი იქნება. ნატო საკვანძო გადაწყვეტილებებს მიიღებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ადაპტაცია ახალ სიტუაციასთან, უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კომენტარები