როგორც გამოცემა წერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც 22 თებერვლით არის დათარიღებული, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შემუშავებული ზომები კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში მშვიდობიანი მოსახლეობის უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს.
ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის პრაქტიკის ფარგლებში გაწერილი დახმარება მოიცავს: საინჟინრო ქვედანაყოფების, საარტილერიო შენაერთის მობილურობის ქვედანაყოფების, კიბერუსაფრთხოების ქვედანაყოფებისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების პოტენციალის განმტკიცებას.
დახმარების საერთო ღირებულება 30 მილიონი ევროა. დახმარების ხასიათი და მასშტაბი, დოკუმენტის თანახმად, შეთანხმებულია ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციით.