გორი-სკრის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. „ქართლი.გე“-ს ინფორმაციით, ავტომობილში მჯდომ კიდევ ერთ არასრულწლოვანს სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ასევე ოპერაცია უტარდება გარდაცვლილი ბავშვის მშობლებსაც.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატიციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები