კანონი კარგია თუ ცუდი, ამას გვიჩვენებს ვენეციის კომისიის დასკვნა! დაველოდოთ პასუხს და მერე დავხარჯოთ ემოციები, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოს მომავალი ევროპაშია – ეს ცალსახაა! არ ვიცნობ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს და არც მინდა ვიცნობდე!
რუსეთი ოკუპანტია და მტერია – ეს ცალსახაა! არ ვიცნობ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს და არც მინდა ვიცნობდე!
კანონი კარგია თუ ცუდი, ამას გვიჩვენებს ვენეციის კომისიის დასკვნა! დაველოდოთ პასუხს და მერე დავხარჯოთ ემოციები…
მეორე ფრონტის მომხრეების მიერ მართული აქციები და მცდელობები არიონ ქვეყანა – სწორედ ის გზაა, რაც გვაშორებს ევროპასთან და გვაახლოებს სრულ ოკუპაციასთან!!!”, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.
კომენტარები