უამინდობის გამო, სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ოთხი რეისიდან სამი გაუქმდა. აქედან ერთი ათათურქის, ხოლო ორი გოქჩენის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო.
თბილისში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ მგზავრები, რომლებსაც ფრენა სტამბოლის გავლით აქვთ.
ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება ფრენები სტამბოლი-თბილისის მიმართულებით, რადგანაც აღნიშნული რეისები ამინდზეა დამოკიდებული.
როგორც აეროპორტში აცხადებენ, უამინდობის გამო, ფრენების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას სტამბოლის მხარე იღებს. შესაბამისად, თუ ფრენები სტამბოლი-თბილისის მიმართულებით არ ხორციელდება, რეისები არც თბილისი-სტამბოლის მიმართულებით შესრულდება.
კომენტარები