ჯგუფ “მგზავრების” სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის და ნინი დედალამაზიშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმაურება:
“ნიკა გვარამიამ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ოდესღაც. სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბულინგი ჩემი ოჯახის მიმართ ყველანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას უდრიდა, მაგრამ მე დღეს ვამბობ რომ ძალადობა შობს ძალადობას. ადამიანმა მამა დაკრძალა! სოლიდარობა ნიკა გვარამიას! მე დღეს მისკენ ვარ და იმ ადამიანებს ვინც იქ იყვნენ მასთან ერთად. ძალადობას გამართლება არ აქვს. დისკუსიის ალტერნატივა მუშტი არასდროს არ უნდა იყოს! ეს ცუდია ჩვენი შვილებისთვის!!!
ციხე ადამიანებისთვის არაა და რატი ციხეში არ უნდა ჩაჯდეს!!!
ადამიანებო გთხოვთ ერთმანეთს ვაპატიოთ ამაზე დიდი ცივილიზაცია არ არსებობს.
ეს არის ეშმაკის ბორბალი რაც ჩვენი შვილებისთვის არის ცუდი”, – წერს ნინი დედალამაზიშვილი.