საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, თურქეთში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჯანელიძე თურქეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს დიასპორასთან ურთიერთობის პროცესში სახელმწიფოს პრიორიტეტებსა და მიზნებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია თურქეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტის საქმიანობაში მეტ ჩართულობასა და კოორდინაციას დაპირდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა თურქეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა. ღონისძიებას თურქეთში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ.