თბილისში, ქიქოძის 6 ნომერში გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი გვიან ღამით შენობის მეოთხე სართულზე, სასხვენო გადახურვაში გაჩნდა და მესამე სართულზეც გავრცელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოთახი ნაწილობრივ დაიწვა. ადგილზე 13 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარის ლიკვიდაცია დილის 5 საათზე მოხდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ქიქოძის ქუჩა 6-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება 03:08 სათზე შემოვიდა. სამსართულიანი სახლის მე-3 სართული ნაწილობრივ და სასხვენო გადახურვა იწვოდა. საერთო ფართი 200-250 კვადრატული მეტრია. ადგილზე თბილისის მთავარი სამმართველოს 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა“, – განაცხადა დავით გელაშვილი.