კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასაზე დაშავებული მოთხილამურე გარდაიცვალა. გასულ კვირას კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასაზე ერთმანეთს ორი მოთხილამურე შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.
“შემთხვევა პირველ იანვარს მოხდა. დაშავებული დღეს გარდაიცვალა. სათხილამურო ტრასაზე ორი მოთხილამურე ერთმანეთს შეეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა, მას ადგილზე პირველადი სამედიცინი დახმარება გაეწია. იმავე დღეს ბათუმში სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხდა მისი გადარჩენა, დაშავებული დღეს გარდაიცვალა”, – აცხადებს შპს კურორტ გოდერძის დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
კომენტარები