30 აპრილის აქციასთან დაკავშირებით კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, სურთ მსოფლიოს გააგონონ ქართველი ხალხის ხმა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოში არეულობის შემოტანას ცდილობენ.
„წლებია ქართული საზოგადოება თვალს ადევნებს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის, მისი საყრდენი ღირებულებების წინააღმდეგ მიმდინარეობს ქვეყნის გარედან ორგანიზებული ბრძოლა, რომელსაც ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონის სახით ჰყავს უამრავი აღმსრულებელი. მოვდივართ იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ამას, გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში ღირსეულად ეწინააღმდეგება მომდინარე შემოტევებს. მოვდივართ იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ საქართველოში ვერ დამყარდება აგენტოკრატია“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.