ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და შეთანხმდნენ განაგრძონ მუშაობა მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, აღნიშნა რომ უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული რეფორმებისა და ახალი გამოწვევების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება, მოიცავს, როგორც მაღალკვალიფიციური კადრების გადამზადებას, ასევე საგადასახადო რისკების მართვის პროცესების შესწავლას, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნასა და კანონშესაბამისობის წახალისების მართვას. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, უწყების უფროსის მოადგილე პაატა კილაძე, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის ხელძღვანელი ზაზა თაბაგარი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია.
შემოსავლების სამსახურის უფროსი შვედეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა
2023/05/05 20:15:58

ნანახია: 94 ჯერ