შესაძლებლობა მაქვს სიტყვით მივმართო მილი მეჯლისს იმ განსაკუთრებული როლის ხაზგასასმელად, რომელიც ჰეიდარ ალიევმა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, ერის, არამედ მთელი რეგიონის წინაშე ითამაშა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს უკვე ჩანს იმ იდეების შედეგები, რომელიც ადრე ბევრისთვის რეალური არ ჩანდა.
„მექნება შესაძლებლობა სიტყვით მივმართო მილი მეჯლისს იმ განსაკუთრებული როლის ხაზგასასმელად, რომელიც ჰეიდარ ალიევმა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, ერის, არამედ მთელი რეგიონის წინაშე ითამაშა. დღეს ვხედავთ უკვე პირველ შედეგებს ამ იდეების, რომელიც მაშინ შეიძლება ბევრისთვის რეალური არ ჩანდა. ბაქო-თბილის-ჯეიჰანი, სხვა პროექტები, მაშინ დაიწყო აბრეშუმის გზის აღორძინება, რომელსაც დღეს ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.