ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” გუდაურის სამაშველო სამსახურმა ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გადაარჩინა.
ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გუდაურში “კუდებიდან” აფრინდნენ. მოულოდნელად ხილვადობა შეიცვალა. პარაპლანისტმა შეძლო პარაპლანის დამორჩილება და ხადას ხეობაში დაეშვა.
მთაზე მყოფმა მაშველებმა შეამჩნიეს პარაპლანისტის მიერ განხორციელებული არასწორი ტრაექტორია, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მაშველებმა ტურისტები ხეობიდან გამოყვანა ფეხით შეძლეს და დაბა გუდაურში უსაფრთხოდ გადაიყვანეს.
კომენტარები