რუსეთში, კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონების გამოყენებით იერიში განხორციელდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსული Telegram-არხები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიტანილი იერიშის შესახებ – აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ რეგიონებში რეგულარულად ხორციელდება იერიშები დრონების გამოყენებით.
კომენტარები