რას უწუნებენ ჩემს ხაბეს? რა არ მოსწონთ? ხაბე, შენკენ ვარ! – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„მისგან გამიჯვნა არ გამოვა! ბადრი ჯაფარიძემ ცალკე რა უნდა ქნას? რა პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია?საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომ, ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა მოუწევთ, ხაბესთან თანამშრომლობა კი იმას ნიშნავს, რომ ყველანი არიან რადიკალები და ჩვეულებრივი მწვალებლები. მათი ხელისუფლებაში მოსვლა ღმერთმა არ ქნას – გგონიათ ვინმეს დაინდობენ? ერთმანეთს არ ინდობენ და უარესს გააკეთებენ!“ – განაცხადა ზარქუამ.
კომენტარები