ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი”-ს ხელმძღვანელი ბაია პატარაია დონალდ ტრამპის პოლიტიკას აფასებს.
“დონალდ ტრამპმა ქალების მარშს უკვე უპასუხა და დაფინანსება შეუწყვიტა კლინიკებს, სადაც ოჯახის დაგეგმვაში აბორტის ხსენება იყო. მოკლედ, როცა ქალებს ურტყამენ, ეგრევე წელს ქვემოთ ურტყამენ, ეგრევე ვაგინის კონტროლით იწყებენ.
სიამოვნებით დავაკვირდები ამერიკელი ქალების აღზევებას საკუთარი უფლებების დასაცავად. მათ ეს შესანიშნავად გამოსდით და გავლენა მთელ მსოფლიოზე აქვთ ხოლმე.
ძალიან კი შეეშალა ტრამპს ამერიკელ ქალებს რომ დაეტაკა, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ტრამპისნაირი ლიდერებისათვის ლაგამის ამოდება სწორედ ქალებს შეუძლიათ. ქალებს ვერც შეაშინებს და ვერც გაურიგდება ტრამპი, რადგან ქალებს დასაკარგი სხეულის და სიცოცხლის გარდა არაფერი აქვთ.”– აცხადებს პატარაია.