ხულოს სკოლის საქმის მწარმოებელი, ინეზა ხარაბაძე, რომელმაც ხუთი პედაგოგი სცემა, გაათავისუფლეს.
სკოლის დირექტორის, ავთანდილ ძირკვაძის თქმით, დისციპლინურმა კომიტეტმა ინეზა ხარაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მოკვლევას აწარმოებს განათლების სამინისტროც.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის 5 პედაგოგი საქმის მწარმოებელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშულებს. მათი თქმით, დამტვრეულია სკოლის ინვერნტარიც.
კომენტარები