მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ”ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებს ფინანსურ ინსტიტუტებთან უშუამდგომლებს, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას მიიღეს.
შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი ინსტიტუტის ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა დაზარალებულებს ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.
კომენტარები