„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენობა თბილისის მერიისა და სამხარაულის ბიუროს ექსპერტთა ჯგუფებმა დაათვალიერეს.
ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ წუხელ, სავაჭრო ცენტრთან განუცხადა, რომ შერჩეულია კომპანია, რომელიც შენობის დემონტაჟს განახორციელებს, თუმცა მისივე განცხადებით, დემონტაჟი ვერ დაიწყება იქამდე, ვიდრე ცეცხლის ლიკვიდირება მთლიანად არ მოხდება.
კომენტარები