შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების მხარდამჭერი აქცია გრძელდება.
აქციაზე მივიდნენ გია კორკოტაშვილი, მელორ ვაჩნაძე და „ქართული ოცნების“ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ მესხი.
როგორც მიშა მესხი აცხადებს, სპორტსმენები კორცხელში არავის ჩაუყვანია, მითუმეტეს – კახა კალაძეს.
მისი თქმით, არიან თუ არა დამნაშავეები სპორტსმენები, ეს გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს.
როგორც მესხი აცხადებს, სპორტსმენები მათი მეგობრები არიან და ზონდერ ჯგუფებს არ წარმოადგენენ.
მელორ ვაჩნაძეს და გია კორკოტაშვილი აცხადებენ, რომ სპორტსმენები არ უნდა დააკავონ.
კომენტარები