საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის, მ.მ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული კომერციული დანიშნულების საქონელი ( მამაკაცის სვიტრი 67 ცალი, მამაკაცის ქურთუკი 42 ცალი, მამაკაცის ჯინსის შარვალი 40 ცალი, მამაკაცის ტყავის ხელჩანთა 127 ცალი, ქალის ტყავის ხელჩანთა 3 ცალი და 1,103 ცალი ტყავის საფულე) აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8,659 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8,659 ლარის ოდენობით შეეფარდა.
კომენტარები