სალომე ზურაბიშვილი კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:
“რამდენიმე კითხვა კორცხელის შესახებ:
1. ნაციონალურ მოძრაობის მიმართულებით: ცემა ტყეპა ზონდერების გამომგონებლებს როგორ უკვირთ და რამდენი მათი ზონდერი დაისაჯა და როდის? თუნდაც პირდაპირ მკვლელობის გამო დაისაჯა ვინმე?!…
2. საზოგადოების საყურადღებოდ: კვირა დღეს მომხდარ ინციდენტზე ევროპარლამენტის ეპპ ჟაშეკ სარიუშ ვოლსკის რეაგირების წერილი ჩვენთან ორშაბათ დილის ეთერში უკვე შუქდებოდა, ევროპაში დილა რომ თენდებოდა… რისი მანიშნებელია: წინასწარ დამზადებული წერილისა თუ წინასწარმეტყველ პარლამენტარის?
3. და მთავარი – ოცნების მისამამართით: კორცხელის ამომრჩეველს რატომ დაუტოვეთ ასეთი უსაძლისი “არჩევანი” ანუ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის და “არც ისე ყოფილ” ”ნაციონალურ მოძრაობის” პარტიის წევრს შორის?”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.