საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ წევრ ქვეყანასაც უსწრებს საქართველო.
„ამის შეფასება გახდება არაადეკვატურად ევრო ბიუროკრატების მიერ და დასკვნებს აკეთებენ ძალიან არასამართლიანს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
კოორდინირებული მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპაში 13-ე, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა. რეიტინგი ჩენდლერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
კომენტარები
